გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ უარყო

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ უარყო რეზოლუცია, რომელიც მკაცრად ჰგმობდა რუსეთს მისი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩეჩნეთში ჩადენილი დანაშაულებისთვის.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ უარყო რეზოლუცია, რომელიც მკაცრად ჰგმობდა რუსეთს მისი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩეჩნეთში ჩადენილი დანაშაულებისთვის.
ევროპის ქვეყნების წარმომადგენელთა მიერ შემუშავებული რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა კომისიის 15-მა წევრმა, 21-ი მისი წინააღმდეგი იყო, ხოლო 17-მა - თავი შეიკავა. ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ "ჰიუმან რაიტს უოჩმა" კენჭისყრის შედეგის გამო ღრმა გაწბილება გამოხატა. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლუბნა ფრაიმ განაცხადა, რომ, უფლებადამცავთა ბოლოდროინდელი გამოძიებების თანახმად, ჩეჩნეთში კვლავინდებურად ქრებიან ადამიანები, გრძელდება მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და წამება. 2000 წელს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს პირველი მუდმივი წევრი გახდა, რომელმაც ადამიანის უფლებათა კომისიისგან საყვედური დაიმსახურა.