ფხენიანში სამხრეთი კორეისა და კორეის

ფხენიანში სამხრეთი კორეისა და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა იმსჯელეს კრიზისზე,
ფხენიანში სამხრეთი კორეისა და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა იმსჯელეს კრიზისზე,
რომელიც ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. სეული ცდილობს, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ხელი ააღებინოს ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე, რითაც კორეის ნახევარკუნძული ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონის სტატუსს შეინარჩუნებდა.
პეკინში ამ რამდენიმე დღის წინათ გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებაზე, რომელშიც ჩინეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ჩრდილოეთი კორეის დელეგაციამ აღიარა, რომ ფხენიანი ბირთვულ იარაღს ფლობს. ჩრდილოეთი კორეის ხელისუფლება კვლავინდებურად ამტკიცებს, რომ კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა ვაშინგტონის მიერ ფხენიანის მიმართ მტრულ პოლიტიკაზე უარის თქმაა.