ერაყის ლიდერები შეთანხმდნენ, უახლოესი ერთი

ერაყის ლიდერები შეთანხმდნენ, უახლოესი ერთი თვის მანძილზე ჩაატარონ საყოველთაო ეროვნული ყრილობა - დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით.
ერაყის ლიდერები შეთანხმდნენ, უახლოესი ერთი თვის მანძილზე ჩაატარონ საყოველთაო ეროვნული ყრილობა - დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით.
ამ გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადეს ბაღდადში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის მონაწილე 200-მდე დელეგატმა სადამ ჰუსეინის შემდგომ პერიოდში ერაყის სახელმწიფო მოწყობის გზებზე იმსჯელა. აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა ზალმაი ხალილზადმა იმედი გამოთქვა, რომ ყრილობა დათქმულ ვადებში მოეწყობა და მისი მონაწილეები "შეარჩევენ ან აირჩევენ" დროებით ხელისუფლებას.
შეხვედრაზე ერაყის დროებითი ადმინისტრაციის ამერიკელმა ხელმძღვანელმა ჯეი გარნერმა განაცხადა: [ჯეი გარნერის ხმა] "ჩემი და ჩემი მოადგილის - ბრიტანელი გენერლის ტიმ კროსის აქ ყოფნის მიზანი ის არის, რომ შევქმნათ გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს დემოკრატიული მთავრობის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი პირობების გაჩენას; მთავრობისა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ყველა სარწმუნოება, ყველა ტომი თუ ეთნიკური ჯგუფი, ყველა პროფესია. ეს პროცესი კი ისე უნდა წარვმართოთ, რომ მოსახლეობას საშუალება მიეცეს, ჰყავდეს მთავრობა, რომელიც მის თავისუფალ ნებას გამოხატავს."