შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი სირიასა და ლიბანს ეწვია შაბათს და ამ ქვეყნების
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი სირიასა და ლიბანს ეწვია შაბათს და ამ ქვეყნების
ლიდერებთან გამართა მოლაპარაკება. დამასკოში პაუელი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს შეხვდა. საუბარი შეეხო სირიის მიერ ლიბანში მოქმედი იმ ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდაჭერას, რომლებიც თავდასხმებს აწყობენ ისრაელში. კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ შერთებული შტატები არ აპირებს სირიაზე თავდასხმას. მან მოუწოდა სირიისა და ლიბანის ლიდერებს - მხარი დაუჭირონ ახლო აღმოსავლეთის ახალ სამშვიდობო გეგმას, რომელიც "საგზაო რუკის" სახელითაა ცნობილი.