გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სათავეში უნდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სათავეში უნდა ჩაუდგეს ერაყში მიმდინარე ყველა ჰუმანიტარულ ოპერაციას
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სათავეში უნდა ჩაუდგეს ერაყში მიმდინარე ყველა ჰუმანიტარულ ოპერაციას
- განაცხადა ევროპის კავშირის ჰუმანიტარული პროგრამების კოორდინატორმა პაულ ნილსონმა, რომელიც დღეს ბაღდადში ჩავიდა. ნილსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარება პოლიტიკას არ უნდა უკავშირდებოდეს. მიმდინარე წელს ევროპის კავშირს დაგეგმილი აქვს ერაყში 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გაგზავნა. დღესვე ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ კავშირს ჯერ არ განუსაზღვრავს, რა როლი უნდა შეასრულოს ომისშემდგომ ერაყში.