ავღანეთის პროვინცია ურუზგანში მოკლეს ერთ-ერთი

ავღანეთის პროვინცია ურუზგანში მოკლეს ერთ-ერთი ადგილობრივი სულიერი ლიდერი ჰაჯი აბიბულა.
ავღანეთის პროვინცია ურუზგანში მოკლეს ერთ-ერთი ადგილობრივი სულიერი ლიდერი ჰაჯი აბიბულა.
უცნობმა პირებმა მას ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს, როცა იგი მეჩეთში მიდიოდა. ავღანეთის მთავრობამ ამ მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა დააკისრა თალიბებს და "ალ-ყაიდის" მებრძოლებს. რაიონი, რომელშიც მოხდა მკვლელობა, მანამდე მოლა ომარის, თალიბების სულიერი ლიდერის, დასაყრდენი იყო.