პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამოსვლისას

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამოსვლისას,
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამოსვლისას,
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის მჭიდრო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსოფლიოში უშიშროების განმტკიცების საქმეში. ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ გადაწყვიტა ახალი ინიციატივით გამოვიდეს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ. "დღეს მე გამოვდივარ ახალი ინიციატივით, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგაა მიმართული. შეერთებულმა შტატებმა და მისმა რამდენიმე უახლოესმა მოკავშირემ, მათ შორის პოლონეთმაც, დაიწყეს მომზადება ახალი შეთანხმებებისა, რათა მოხდეს თვითმფრინავებისა და გემების შემოწმება და ამოღებულ იქნეს აკრძალული იარაღი და სარაკეტო ტექნოლოგიები."
დღესვე ჯორჯ ბუში პოლონეთიდან სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად ქალაქის დაარსების სამასი წლისთავის აღსანიშნავ ზეიმში მიიღებს მონაწილეობას.