რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სერგეი

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სერგეი ლავროვმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს მოუწოდა,
რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სერგეი ლავროვმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს მოუწოდა,
რაც შეიძლება მალე აცნობონ გაეროს უშიშროების საბჭოს, თუ როგორ მიმდინარეობს ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ძიება. ლავროვის თქმით, ანტიერაყული კოალიცია ვალდებულია წარმოადგინოს ამგვარი ინფორმაცია, რაც ერაყის საკითხზე გაეროს მიერ მიღებული უკანასკნელი რეზოლუცითაა გათვალისწინებული. ადრე, შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ერაყში ფართო მასშტაბით მიმდინარეობს მასობრივი განადგურების იარაღის ძიება. დაგეგმილია განიარაღების ექსპერტთა ახალი 1400-კაციანი ჯგუფის შექმნა.