ჩრდილოეთ იტალიაში 6 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ იტალიაში 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი დაშავდა, როცა ავტობუსი კედელს დაეჯახა გვირაბში შესვლისას.
ჩრდილოეთ იტალიაში 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი დაშავდა, როცა ავტობუსი კედელს დაეჯახა გვირაბში შესვლისას.
ხუთი დაშავებულის მდგომარეობა - კრიტიკულია. ავტობუსის მგზავრებს შორის, რომლებიც გერმანიის ქალაქ დორტმუნდიდან ვენეციაში მიემგზავრებოდნენ, გერმანელი, რუსი და მოლდაველი მოქალაქეები არიან. კატასტროფის მიზეზი არაა ცნობილი.