შაბათს ბაღდადში, ამერიკელმა სამხედროებმა შიიტების

შაბათს ბაღდადში, ამერიკელმა სამხედროებმა შიიტების ადგილობრივი დაჯგუფების - ისლამური რევოლუციის უზენაესი საბჭოს შტაბ-ბინა გაჩხრიკეს,
შაბათს ბაღდადში, ამერიკელმა სამხედროებმა შიიტების ადგილობრივი დაჯგუფების - ისლამური რევოლუციის უზენაესი საბჭოს შტაბ-ბინა გაჩხრიკეს,
მოახდინეს დოკუმენტების კონფისკაცია, მაგრამ არავინ დაუპატიმრებიათ. ამ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე შიიტების ლიდერებმა უარი თქვეს მონაწილეობაზე გარდამავალ საკონსულტაციო საბჭოში, რომელიც ამერიკა-ბრიტანეთის დროებითმა ადმინისტრაციამ უნდა აირჩიოს. საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი პარასკევს იქნა განხილული დროებითი ადმინისტრაციის უფროსის პოლ ბრემერისა და ერაყის წამყვანი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრაზე.