ეთნიკურ ნიადაგზე მოსალოდნელი თავდასხმების შიშით

ეთნიკურ ნიადაგზე მოსალოდნელი თავდასხმების შიშით ასობით კოსოვოელ სერბს განზრახული აქვს დატოვოს სახლ-კარი და სერბიაში ნახოს თავშესაფარი.
ეთნიკურ ნიადაგზე მოსალოდნელი თავდასხმების შიშით ასობით კოსოვოელ სერბს განზრახული აქვს დატოვოს სახლ-კარი და სერბიაში ნახოს თავშესაფარი.
როგორც სერბიის სააგენტო ბეტა იუწყება, კოსოვოს სოფელ ობილიჩის მაცხოვრებლებმა თავშესაფრის თხოვნით მიმართეს სერბიის ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში მათი 3 თანასოფლელი მოკლეს, ხოლო დახოცილთა სახლები დაწვეს. კოსოვოელი სერბები აცხადებენ, რომ პროვინციაში განთავსებული ნატოს მრავალეროვანი სამშვიდობო კონტინგენტი ვერ უზრუნველყოფს სერბი უმცირესობის უშიშროებას.