ერაყში, ამერიკელმა სამხედროებმა ერთი პატიმარი

ერაყში, ამერიკელმა სამხედროებმა ერთი პატიმარი მოკლეს, ხოლო 7 დაჭრეს,
ერაყში, ამერიკელმა სამხედროებმა ერთი პატიმარი მოკლეს, ხოლო 7 დაჭრეს,
როცა პატიმრებმა ციხიდან სცადეს გაქცევა. ორი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც სამხედროები იუწყებიან, ინციდენტი პარასკევს მოხდა ბაღდადის აბუ-ღარიბის ციხეში. პატიმრები მცველებს დაესხნენ თავს და სცადეს გაქცევა, რასაც ციხის დაცვამ ცეცხლის გახსნით უპასუხა. ერთი მცველი მსუბუქად დაიჭრა. დღეს ერაყში, მოსახლეობის მიერ იარაღის ნებაყოფლობითი ჩაბარების უკანასკნელი ვადა იწურება.