საუდის არაბეთში დააპატიმრეს ექვსი ადამიანი

საუდის არაბეთში დააპატიმრეს ექვსი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან "ალ-ყაიდასთან" კავშირში.
საუდის არაბეთში დააპატიმრეს ექვსი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან "ალ-ყაიდასთან" კავშირში.
საინფორმაციო სააგენტოები, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებები, ამტკიცებენ, რომ დაპატიმრებულები არიან წევრები ჯგუფისა, რომელიც ტერორისტულ აქტს ამზადებდა მაჰმადიანთა ყოველწლიური მასობრივი თავშეყრის ადგილას - წმიდა ქალაქ მექაში. საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ცნობების კომენტირებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.