დღეს ბაღდადში ამერიკელმა სამხედროებმა ცეცხლი

დღეს ბაღდადში ამერიკელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს მას მერე, რაც ამ უკანასკნელებმა მათ ქვები დაუშინეს.
დღეს ბაღდადში ამერიკელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს მას მერე, რაც ამ უკანასკნელებმა მათ ქვები დაუშინეს.
შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ მოკლულია ორი მანიფესტანტი. ბაღდადში პრეზიდენტის ერთ-ერთ სასახლესთან დემონსტრაცია მოაწყო ერაყის რამდენიმე ასეულმა ყოფილმა ჯარისკაცმა, რომლებიც აღშფოთებული არიან არმიიდან დათხოვის გამო და ითხოვენ მათთვის ფინანსური დახმარების გადახდას.