იორდანიის მეფე აბდულამ ახლო აღმოსავლეთის

იორდანიის მეფე აბდულამ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებს დღეს მოუწოდა
იორდანიის მეფე აბდულამ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებს დღეს მოუწოდა
მშვიდობის დამყარებისკენ წარმართონ თავიანთი ძალისხმევა, მიუხედავად იმისა, რომ ექსტრემისტები ძალადობით ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ახალ სამშვიდობო ინიციატივას. იორდანიის ქალაქ შუნეში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას აბდულამ თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულია პრაქტიკულად განახორციელოს "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმა, რაზედაც 5 ივნისს შეთანხმდნენ იორდანიის ქალაქ აქაბაში კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეები. მეფე აბდულამ აღნიშნა ამასთანავე, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას უჭერს მხარს.