საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა საპენსიო რეფორმას, რომელიც მას პრემიერ-მინისტრმა ჟან-პიერ რაფარენმა წარუდგინა.
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა საპენსიო რეფორმას, რომელიც მას პრემიერ-მინისტრმა ჟან-პიერ რაფარენმა წარუდგინა.
ახლა რეფორმის პროექტი წავა პარლამენტის ზედა პალატაში, სენატში და, სავარაუდოდ, მალე იქნება დამტკიცებული. პროექტი ითვალისწინებს 2020 წლამდე სამუშაო სტაჟის 37-დან 42 წლამდე გაზრდას სრული პენსიის მისაღებად. ამასთან, თანაბარ პირობებში იქნებიან საზოგადოებრივი და კერძო სექტორების მუშაკები. ქვედა პალატაში საპენსიო რეფორმის დამტკიცებას წინ უსწრებდა 156-საათიანი დებატები, შესწორებების ურიცხვი ინიციატივა და გაფიცვების ტალღა, რომლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა საფრანგეთში რამდენიმეჯერ იყო პარალიზებული. რეფორმის წინააღმდეგ გამოდიან სოციალისტი და კომუნისტი დეპუტატები.