რუსეთის სამხედრო შვეულმფრენი "მი-8", რომელმაც

რუსეთის სამხედრო შვეულმფრენი "მი-8", რომელმაც ავარია განიცადა კვირას ჩეჩნეთში,
რუსეთის სამხედრო შვეულმფრენი "მი-8", რომელმაც ავარია განიცადა კვირას ჩეჩნეთში,
მიწიდან იქნა ჩამოგდებული. როგორც სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით, შვეულმფრენს ავტომატური შაშხანიდან გაუხსნეს ცეცხლი. ხოლო ჩეჩნური წყაროების ვერსიით, მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "იგლა" იქნა გამოყენებული. კატასტროფის შედეგად 5 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სხვადასხვა მონაცემებით, ათიდან 14-დე ადამიანია დაჭრილი.