ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ კარზაი ტელეფონით დაუკავშირდა პაკისტანის პრეზიდენტს ფერშვეზ მუშარაფს
ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ კარზაი ტელეფონით დაუკავშირდა პაკისტანის პრეზიდენტს ფერშვეზ მუშარაფს
და ბოდიში მოუხადა ქაბულში სამშაბათს მომხდარი ინციდენტის გამო. ასობით ავღანელმა მსვლელობა მოაწყო გუშინ ავღანეთის დედაქალაქის ქუჩებში შეძახილებით: "სიკვდილი პაკისტანსა და მის პრეზიდენტ მუშარაფს", ხოლო შემდეგ დემონსტრანტები პაკისტანის საელჩოს ეზოში შეიჭრნენ და შენობაში ფანჯრები ჩალეწეს. არეულობა მოჰყვა გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ პაკისტანის ჯარის ქვედანაყოფები თითქოს ავღანეთის ტერიტოლრიაზე შეიჭრნენ. ისლამაბადმა კატეგორიულად უარყო ეს ცნობა.