ერაყში ამერიკელმა სამხედროებმა წამოიწყეს ახალი

ერაყში ამერიკელმა სამხედროებმა წამოიწყეს ახალი ოპერაცია სადამ ჰუსეინის შეიარაღებულ მომხრეთა მოძიებისა და განადგურების მიზნით.
ერაყში ამერიკელმა სამხედროებმა წამოიწყეს ახალი ოპერაცია სადამ ჰუსეინის შეიარაღებულ მომხრეთა მოძიებისა და განადგურების მიზნით.
წუხელ აშშ-ის სამხედრო შენაერთებმა ბაღდადის ჩრდილოეთით რეიდი ჩაატარეს. ასოშიეიტედ პრესის ცნობით, მოკლულ იქნა ოთხი ერაყელი, რომლებმაც ჯარისკაცებს წინააღმდეგობა გაუწიეს. დააპატიმრეს 50 ადამიანი, მათ შორის სამი იმ სიიდან, რომელშიც დამხობილი რეჟიმის ძებნილი წარმომადგენლები შედიან. დაპატიმრებულთა ვინაობა ჯერ არ გაუმხელიათ.