ვერც სეული და ვერც ვაშინტგონი

ვერც სეული და ვერც ვაშინტგონი ვერ დაადასტურებენ, რომ ჩრდილოეთმა კორეამ მართლაც მოიპოვა იარაღის დასამზადებლად გამოსადეგი პლუტონიუმი.
ვერც სეული და ვერც ვაშინტგონი ვერ დაადასტურებენ, რომ ჩრდილოეთმა კორეამ მართლაც მოიპოვა იარაღის დასამზადებლად გამოსადეგი პლუტონიუმი.
ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს სამხრეთი კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა იუნ ენ კვანმა. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, კსდრ-მ შეერთებულ შტატებს განუცხადა, რომ ქვეყანაში, ბირთვული საწვავის ნარჩენებისგან, მიღებულ იქნა იარაღის დასამზადებლად გამოსადეგი პლუტონიუმი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის თქმით, ეს განცხადება საგულდაგულო შემოწმებას საჭიროებს.