რუსეთში სამხედრო პროკურორმა პოლკოვნიკ იური

რუსეთში სამხედრო პროკურორმა პოლკოვნიკ იური ბუდანოვისათვის 12-წლიანი პატიმრობის მისჯა მოითხოვა.
რუსეთში სამხედრო პროკურორმა პოლკოვნიკ იური ბუდანოვისათვის 12-წლიანი პატიმრობის მისჯა მოითხოვა.
ბუდანოვს 2000 წლის მარტში ახალგაზრდა ჩეჩენი ქალის მოკვლაში ადანაშაულებენ. საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, პროკურორმა ვლადიმირ მილოვანოვმა ბუდანოვს წაუყენა სამი ბრალდება: ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის, ადამიანის გატაცებისა და მკვლელობის. მანვე სასამართლოს სთხოვა ბუდანოვისათვის სამხედრო წოდებისა და ჯილდოების ჩამორთმევა. ბუდანოვს აღიარებული აქვს, რომ მოკლა 18 წლის ელზა კუნგაევა. მაგრამ ის ირწმუნება, რომ აფექტში მოქმედებდა, ვინაიდან ჩეჩენი გოგონა მეამბოხე სნაიპერი ეგონა. გასულ თვეში ფსიქიატრებმა დაადგინეს, რომ ბუდანოვს აფექტში არ უმოქმედია.