ერაყის ჩრდილოეთში - ქალაქ მოსულში

ერაყის ჩრდილოეთში - ქალაქ მოსულში - აშშ-ის არმიამ, ორასმა სამხედრომ, ალყა შემოარტყა შენობას,
ერაყის ჩრდილოეთში - ქალაქ მოსულში - აშშ-ის არმიამ, ორასმა სამხედრომ, ალყა შემოარტყა შენობას,
სადაც ერაყის ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ. არმიამ, როცა იქ მყოფი მოქალაქეების წინააღმდეგობას წააწყდა, დახმარებისთვის შვეულმფრენები გამოიძახა და შენობას რამდენიმე დარტყმა მიაყენა. ერაყში აშშ-ის სამხედრო მეთაურები არ გამორიცხვენ, რომ მოკლულთა შორის სადამ ჰუსეინისტ ორი ვაჟიც არის. დღეს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მანქანას ესროლეს დ მოკლეს თანაშმრომელი, მძღოლი დაიჭრა.
აშშ-ის სამოქალაქო ადმინისტრაციამ ერაყში გამოაცხადა, რომ ყალიბდება სავაჭრო ბანკი, რომელიც იმპორტირებული საქონლის და მომსახურეობის გადახდას უზრუნველყოფს.
ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადების თანახმად, ორგანიზაცია მზად არის ერაყის აღდგენაში მიიღოს მონაწილეობა.