თელ ავივში მშვიდობიანად განახორციელა საავარიო

თელ ავივში მშვიდობიანად განახორციელა საავარიო დაჯდომა ავიაკომპანია ელ ალის თვითმფრინავმა,
თელ ავივში მშვიდობიანად განახორციელა საავარიო დაჯდომა ავიაკომპანია ელ ალის თვითმფრინავმა,
რომელშიც 500-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. "ბოინგ 747" ტიპის თვითმფრინავს, რომელიც თელ ავივიდან ნიუ-იორკისაკენ მიეშურებოდა, ცაში აფრენიდან მალე აღმოუჩნდა პრობლემა ჰიდრავლიკაში. მან ხმელთაშუა ზღვაში გადაასხა საწვავი და მშვიდობიანად დაჯდა თელ ავივის აეროპორტის ყველაზე გრძელ ასაფრენ ბილიკზე. როგორც იუწყებიან, არავინ დაშავებულა.