ოპოზიციამ დემონსტრაცია მოაწყო დღეს ბაქოში

ოპოზიციამ დემონსტრაცია მოაწყო დღეს ბაქოში
ოპოზიციამ დემონსტრაცია მოაწყო დღეს ბაქოში
და დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, აგრეთვე პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის გადადგომა მოითხოვა. სხვადასხვა მონაცემებით, დემონსტრაციაში 2000-დე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ ბოლო მოეღოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ხელისუფალთა მონოპოლიას, რისთვისაც კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა იყვნენ შეყვანილი. საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 15 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.