სამხრეთ აფრიკაში დაიწყო კონფერენცია შიდსის

სამხრეთ აფრიკაში დაიწყო კონფერენცია შიდსის შესახებ. თავყრილობა, რომელსაც დურბანი მასპინძლობს, 4 დღე გასტანს.
სამხრეთ აფრიკაში დაიწყო კონფერენცია შიდსის შესახებ. თავყრილობა, რომელსაც დურბანი მასპინძლობს, 4 დღე გასტანს.
მისი მონაწილეები იმსჯელებენ საანგარიშო მოხსენებაზე, რომელშიც მოთხოვნილია შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის დასაფინანსებელი თანხების დიდად გაზრდა. კერძოდ, საჭიროდ არის მიჩნეული ამ მომაკვდინებელი დაავადების გავრცელების აღსაკვეთად 2005 წლამდე თანხების გასამმაგება. როგორც იუწყებიან, მსოფლიოში შიდსით ინფიცირებული 42 მილიონი ადამიანიდან თითქმის 29,5 მილიონი აფრიკაში, საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში ცხოვრობს.