ოპოზიციამ საპროტესტო მიტინგი მოაწყო დღეს

ოპოზიციამ საპროტესტო მიტინგი მოაწყო დღეს ბაქოში იმასთან დაკავშირებით,
ოპოზიციამ საპროტესტო მიტინგი მოაწყო დღეს ბაქოში იმასთან დაკავშირებით,
რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა თავისი 41-წლის ვაჟი ილჰამი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. აქციაში ათაი ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ილჰამ ალიევის გადაგომას, აგრეთვე საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვდნენ. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ჰეიდარ ალიევის მიზანია მონარქიად გადააქციოს აზერბაიჯანი. მიტინგის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს - დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს ქვეყანაში და ოპოზიციის წარმომადგენლებს მისცეს ამ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.