ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ

ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებულ კრიზისთან დაკავშირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები პეკინში 27 აგვისტოს უნდა გაიმართოს,
ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებულ კრიზისთან დაკავშირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები პეკინში 27 აგვისტოს უნდა გაიმართოს,
ამის შესახებ ავსტრალიის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, სამშაბათს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რიჩარდ არმიტეჯმა განაცხადა. მოლაპარაკებაში მონაწილეობას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, სამხრეთ კორეის, ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთის, რუსეთისა და იაპონიის წარმომადგენლები მიიღებენ.
ამ კვირაში კი ვაშინგტონში გაიმართება წინასწარი კონსულტაციები, ამერიკელი, სამხრეთკორეელი და იაპონელი დიპლომატების მონაწილეობით.