გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დაიწყო აშშ-ში

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დაიწყო აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი მაროკოელი სტუდენტის სასამართლო პროცესი.
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დაიწყო აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი მაროკოელი სტუდენტის სასამართლო პროცესი.
აბდელღანი მზუდის წაყენებული აქვს მკვლელობის ხელშეწყობის ბრალდება 3066-ს შემთხვევაში (როგორც ვარაუდობენ, ამდენი - 3066 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 11 სექტემბრის ტერაქტებმა) და ბრალდება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის შესახებ. მოსალოდნელია, რომ თვით მზუდი ჩვენებას არ მისცემს. გერმანიის ფედერალური პროკურორის, ვალტერ ჰემბერგერის თქმით, არსებობს საკმარისი სამხილები, რომლებიც ცხადჰყოფს მზუდის კავშირს "ალ-ყაიდის" ტერორისტებთან: [ჰემბერგერის ხმა] "როცა ატა (მოჰამედ ატა, რომელიც პირველი თვითმფრინავით შეიჭრა ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის კოშკში) და (ტერაქტების კიდევ ერთი მონაწილე) ალ-შეჰი ჰამბურგში დაბრუნდნენ ავღანეთის ტერორისტული ბანაკიდან, ბრალდებულმა მათ ჰამბურგში გასაჩერებელი ადგილი უშოვა. ბრალდებული რამდენიმე თვე იყო ავღანეთის საწვრთნელ ბანაკში. მოგვიანებით ბრალდებულმა ფინანსური დახმარებით უზრუნველყო ესაბარი (რომელიც უკვე გაასამართლა ჰამბურგის სასამართლომ), რათა ის შეერთებულ შტატებში გამგზავრებულიყო, როგორც მფრინავი". ვარაუდობენ, რომ 11 სექტემბრის ტერაქტებში მონაწილე რამდენიმე ადამიანი ცხოვრობდა ჰამბურგში. ნახევარი წლის წინ გერმანიაში ასევე მაროკოელ მამაკაცს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 11 სექტემბრის ტერაქტებთან დაკავშირებით შესრულებული როლის გამო.