ორშაბათს მთელი საქართველო ელექტროენერგიის გარეშე

ორშაბათს მთელი საქართველო ელექტროენერგიის გარეშე იმყოფება. გამთენიისას დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები "იმერეთი" და "კოლხიდა-2".
ორშაბათს მთელი საქართველო ელექტროენერგიის გარეშე იმყოფება. გამთენიისას დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები "იმერეთი" და "კოლხიდა-2".
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, "იმერეთის" მწყობრიდან გამოსვლა წალენჯიხის რაიონში მდებარე მისი ერთ-ერთი ანძის ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებამ გამოიწვია. "კოლხიდა-2"-ის დაზიანების მიზეზები დგინდება. ამასთან სააგენტო "პრაიმ-ნიუსს" საკუთარმა კორესპონდენტმა მოსკოვიდან აცნობა, რომ კომპანია "რაო-იე-ე-ეს"-ი ცდილობს ორგანიზება გაუწიოს საქართველოში ელექტროენერგიის რუსეთიდან, აფხაზეთის გავლით მიწოდებას.