ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ბრიტანეთისა და არგენტინის მაღალი რანგის დიპლომატები იხმეს
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ბრიტანეთისა და არგენტინის მაღალი რანგის დიპლომატები იხმეს
და საპროტესტო ნოტები გადასცეს არგენტინაში ირანის ყოფილი ელჩის დაპატიმრების გამო. ჰადე სულეიმანპური ხუთშაბათს დააპატიმრეს ბრიტანეთში იმის გამო, რომ წაყენებული ბრალდების თანახმად იგი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ებრაული კულტურული ცენტრის აფეთქებისა ბუენოს-აირსეში 1994 წელს, როცა ირანის ელჩად მსახურობდა არგენტინაში.