ერაყის ქალაქ ნაჯაფში შიიტ მუსულმანთა

ერაყის ქალაქ ნაჯაფში შიიტ მუსულმანთა ერთ-ერთ სულიერ ლიდერზე, აიათოლა საედ მოჰამად საიდ ალ-ჰაქიმზე მოხდა თავდასხმა.
ერაყის ქალაქ ნაჯაფში შიიტ მუსულმანთა ერთ-ერთ სულიერ ლიდერზე, აიათოლა საედ მოჰამად საიდ ალ-ჰაქიმზე მოხდა თავდასხმა.
დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოთა ცნობით, ალ-ჰაქიმი მსუბუქად დაიჭრა, მოკლულია მისი სამი პირადი მცველი. აფეთქდა ყუმბარა, რომელიც ბოროტმოქმედებმა აიათოლას სამუშაო ოთახის მახლობლად დამალეს. ადრე იუწყებოდნენ, რომ შიიტების ერთ-ერთი დაჯგუფება სამაგიეროს გადახდით დაემუქრა იმ სასულიერო პირებს, ვინც ამერიკა-ბრიტანეთის დროებით ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს ერაყში.