ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევასთან

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამსჯელოდ ეუთოსა და ევროსაბჭოს საგანგებო კომისიის წარმომადგენლები შეხვდნენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამსჯელოდ ეუთოსა და ევროსაბჭოს საგანგებო კომისიის წარმომადგენლები შეხვდნენ
საქართველოს რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერებს. შეხვედრები გაიმართა "ახალი მემარჯვენეებისა" და "გაერთიანებული დემოკრატების" ხელმძღვანელებთან, აგრეთვე, "ლეიბორისტებისა" და "დემოკრატიული აღორძინების კავშირის" ლიდერებთან. ამჟამად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დასახელებულია 25 კანდიდატურა, რომელთაგან ეუთოსა და ევროსაბჭოს კომისია სასურველ კანდიდატს შეარჩევს და შაბათს ან კვირას დასამტკიცებლად წარუდგენს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2 ნოემბერს უნდა გაიმართოს.