შაბათს მოსკოვში, დაუდგენელ ბოროტმოქმედთა ჯგუფმა

შაბათს მოსკოვში, დაუდგენელ ბოროტმოქმედთა ჯგუფმა,
შაბათს მოსკოვში, დაუდგენელ ბოროტმოქმედთა ჯგუფმა,
საბჭოთა არმიის ქუჩაზე მდებარე საიუველირო სახელოსნო "ჩაროიტის" შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღით 3 ადამიანი მოკლა. მოკლულთა შორის სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკია. სამივე დაღუპული, თავდასხმის დროს,
ავტომანქანა "ვოლგაში" იმყოფებოდა. სააგენტო "ინტერფაქსი", სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს - სამმაგი შეკვეთილი მკვლელობა იყო. თავდაპირველად იუწყებოდნენ, რომ საიუველირო მაღაზიაზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა.