პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლებამ დაგმო ისრაელის

პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლებამ დაგმო ისრაელის ჯარის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ნაბლუსში
პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლებამ დაგმო ისრაელის ჯარის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ნაბლუსში
განხორციელებული ოპერაცია, რომლის შედეგად მოკლულ იქნა "ჰამასის" ექსტრემისტული დაჯგუფების ადგილობრივი განყოფილების ერთ-ერთი ლიდერი მოჰამად ალ-ჰანბალი. ავტონომიის მეთაურის, იასირ არაფატის თანაშემწემ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ჩაერიოს და შეაჩეროს - როგორც პალესტინელთა წარმომადგენელმა თქვა - "ისრაელის აგრესია". ნაბლუსში მომხდარ ორმხრივ სროლაში ერთი ისრაელი ჯარისკაციც დაიღუპა. ისრაელმა ჯარისკაცებმა სამი პალესტინელი მებრძოლი დააკავეს და ააფეთქეს შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლიდანაც ისრაელის სამხედრო შენაერთებს ცეცხლს უშენდნენ. ისრაელმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა "ჰამასს" იერუსალიმში ამ ცოტა ხნის წინათ მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელმაც 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.