პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრს მაჰმუდ აბასს

პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრს მაჰმუდ აბასს განზრახული აქვს გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან,
პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრს მაჰმუდ აბასს განზრახული აქვს გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან,
- განაცხადა დღეს პალესტინელთა ინფორმაციის მინისტრმა ნაბილ ამრმა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ აბასმა წერილობით აცნობა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს. ჯერჯერობით გაურკვეველია, მიიღებს თუ არა არაფატი პრემიერ-მინისტრის გადადგომას. მას შემდეგ, რაც აბასი ამ თანამდებობაზე დაინიშნა თითქმის 4 თვის წინათ, მან დღემდე ვერ შესძლო არსებითი პროგრესის მიღწევა "გზამკვლევის" სახელით ცნობილი საერთაშორისო სამშვიდობო გეგმის რეალიზაციის საქმეში. გარდა ამისა, შესამჩნევად დაიძაბა უთანხმოება აბასსა და არაფატს შორის, ძირითადად უშიშროების უწყებათა კონტროლირებისთვის.