დემოკრატიის მომხრე ტაილანდელმა და ბირმელმა

დემოკრატიის მომხრე ტაილანდელმა და ბირმელმა აქტივისტებმა საპროტესტო გამოსვლით აღნიშნეს ბირმაში ოპოზიციის ლიდერის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ან სან სუ ჩის დაპატიმრების მეასე დღე.
დემოკრატიის მომხრე ტაილანდელმა და ბირმელმა აქტივისტებმა საპროტესტო გამოსვლით აღნიშნეს ბირმაში ოპოზიციის ლიდერის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ან სან სუ ჩის დაპატიმრების მეასე დღე.
ამ, ტაილანდში გამართულ დემონსტრაციამდე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაადასტურა, რომ სუ ჩი არ ავადმყოფობს და არა აქვს შიმშილობა გამოცხადებული. ბირმის სამხედრო რეჟიმმა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს სუ ჩის ნახვის უფლება მისცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ერთი კვირის წინ აღნიშნა, რომ სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, სუ ჩის შიმშილობა აქვს გამოცხადებული. სუ ჩის დაპატიმრება მოჰყვა მაისში მთავრობის მომხრეებსა და პროდემოკრატიული დემონსტრაციის მონაწილეებს შორის შეტაკებას.