რა შეიცვალა მსოფლიოში 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ

თამარ ჩიქოვანი, თბილისი 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ არაფერთი ვერსია გამოითქვა სამყაროს მომავლის თაობაზე. ერთში ყველა თანხმდებოდა - სამყარო ისეთი ვეღარ იქნებოდა, როგორც 11 სექტემბრამდე იყო, რაღაც აუცილებლად შეიცვლებოდა.
გაერთიანდა თუ არა მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ანტიტერორისტული კოალიციის შექმნის იდეა, გაფართოვდება თუ არა ანტიტერორისტული კოალიციის მოქმედების არეალი, რა როლი ენიჭება ახალ მსოფლიოში საქართველოს - ამ კითხვებს პასუხობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, რომლის აზრითაც, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდგომი სამყაროს ცვლილებები ჯერა არ დასრულებულა. საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ჩიქოვანი ესაუბრა.