ჩეჩნეთის უზენაესმა სასამართლომ დღეს უარი

ჩეჩნეთის უზენაესმა სასამართლომ დღეს უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ახმად კადიროვისთვის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების კანდიდატობის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
ჩეჩნეთის უზენაესმა სასამართლომ დღეს უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ახმად კადიროვისთვის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების კანდიდატობის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
პრეტენდენტთა სიიდან კადიროვის ამოშლას მოითხოვდა სხვა კანდიდატი, აჩხოი-მარტანის რაიონის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი შამილ ბურაევი. მისი აზრით, საარჩევნო კანონმდებლობა დაირღვა, როცა ცენტრალური ტელეარხებით აჩვენეს სიუჟეტი კადიროვის შეხვედრის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. სასამართლომ ბურაევის არგუმენტები არადამაჯერებლად მიიჩნია. დღესვე პრეზიდენტობის პოსტზე თავისი კანდიდატურა მოხსნა ჩეჩნეთის სამხედრო კომენდანტის მოადგილემ, საიდ-სელიმ ცუევმა. არჩევნები 5 ოქტომბრისთვის არის დანიშნული. ჩეჩნეთის პრეზიდენტის პოსტის დაკავებაზე 7 კანდიდატი აცხადებს პრეტენზიას.