გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი და

გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი მომავალ კვირაში შეხვდებიან აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს.
გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი მომავალ კვირაში შეხვდებიან აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს.
ეს შეხვედრები ცალ-ცალკე, სამშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება ნიუ-იორკში, იქ გაეროს გენერალურ ასამბლეასთან დაკავშირებით ბუშის შირაკისა და შრიოდერის ვიზიტების დროს. მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება ვითარება ერაყში. შირაკი და შრიოდერი ერაყში ომის დაწყების მთავარი ევროპელი მოწინააღმდეგეები იყვნენ, მაგრამ ამ კვირაში აღნიშნეს, რომ მათი ქვეყნები მზად არიან, წვლილი შეიტანონ ერაყელი პოლიციელების გაწვრთნაში.