რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს სამხედრო პერსონალის გაგზავნას ერაყში.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს სამხედრო პერსონალის გაგზავნას ერაყში.
ამერიკელი ჟურნალისტებისათვის მიცემულ ინტერვიუში პუტინმა დღეს განაცხადა, რომ ჯარის გაგზავნა ამჟამად არაა დღის წესრიგში, ვინაიდან გაეროს უშიშროების საბჭოს არ მიუღია ახალი რეზოლუცია ერაყში უფრო ფართო წარმომადგენლობითი საერთაშორისო ძალების განთავსების თაობაზე. მომავალ კვირაში პუტინი შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ ბუშთან გამართავს მოლაპარაკებას.