ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა

ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ჰომეინის შვილიშვილმა ჰოსეინ ჰომეინიმ დასავლეთს მოუწოდა
ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ჰომეინის შვილიშვილმა ჰოსეინ ჰომეინიმ დასავლეთს მოუწოდა
- უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი რეფორმებისა და განახლების მომხრეებს ირანში. პარასკევს, ვაშინგტონის ერთ-ერთ კვლევით ცენტრში გამოსვლისას უმცროსმა ჰომეინიმ აღნიშნა, რომ ირანელებში ძლიერია დემოკრატიისკენ სწრაფვა. მისივე თქმით, რელიგიური კონსერვატორებით წარმოდგენილი ხელისუფლება "მორალურად ანადგურებს ხალხს" და "სიძულვილს თესავს". 45-წლის ჰოსეინ ჰომეინი, ისევე, როგორც მისი პაპა, მაჰმადიანი სასულიერო პირია, მაგრამ თავისი თვალთახედვით კარგა ხნის წინათ გაემიჯნა ირანის ისლამურ რეჟიმს.