რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთი გააკრიტიკა რუსი ფინანსური მაგნატის, ბორის ბერეზოვსკისა და მასთან დაახლოებული პირის, იული დუბოვისთვის თავშესაფრის მინიჭების გამო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთი გააკრიტიკა რუსი ფინანსური მაგნატის, ბორის ბერეზოვსკისა და მასთან დაახლოებული პირის, იული დუბოვისთვის თავშესაფრის მინიჭების გამო.
სამინისტროს განცხადებით, ბრიტანეთის უარი ბერეზოვსკისა და დუბოვის ექსტრადიციაზე არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს. რუსეთი მათ ექსტრადიციას მოითხოვდა 13 მილიონამდე დოლარის მითვისების ბრალდებით. ბერეზოვსკი და დუბოვი კი ირწმუნებიან, რომ მათთვის წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული.