ჩინეთმა დღეს თავისი არსებობის ისტორიაში

ჩინეთმა დღეს თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გაგზავნა კოსმოსში პილოტირებული ხომალდი "შენჩჟოუ - 5", რომელშიც სამხედრო ავიაციის ვიცე-პოლკოვნიკი იან ლივეი იმყოფება.
ჩინეთმა დღეს თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გაგზავნა კოსმოსში პილოტირებული ხომალდი "შენჩჟოუ - 5", რომელშიც სამხედრო ავიაციის ვიცე-პოლკოვნიკი იან ლივეი იმყოფება.
ხომალდმა წარმატებით აიღო სტარტი ცზიუნცუანის კოსმოდრომზე და ორბიტაზე გავიდა. გეგმის თანახმად, მან 23 საათის განმავლობაში 14-ჯერ უნდა შემოუფრინოს დედამიწას. ამგვარად, რუსეთისა და შეერთებული შტატების შემდეგ ჩინეთი ხდება მესამე ქვეყანა, რომელმაც ადამიანი გაგზავნა კოსმოსში.