16 ოქტომბერს ბრიუსელში გაიხსნა ევროკავშირის

16 ოქტომბერს ბრიუსელში გაიხსნა ევროკავშირის ორდღიანი სამიტი
16 ოქტომბერს ბრიუსელში გაიხსნა ევროკავშირის ორდღიანი სამიტი
უმაღლესი დონის შეხვედრაზე ევროკავშირის 15 წევრი და 10 წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს ლიდერი ღებულობს მონაწილობას. სამიტზე დისკუსიის მთავარ საგანს ევროკავშირის მმართველი ორგანოების რაოდენობა და შემადგენლობა, აგრეთვე ევროკავშირსა და ცალკეული სახელმწიფოთა მთავრობებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა წარმოადგენს. განხილული იქნება საკითხი, თუ რამდენად ექვემდებარება ცვლილებებს ევროკავშირის ახალი კონსტიტუციის ტექსტი. როგროც ცნობილია, ევროპის მცირე სახელმწიფოები ცდილობენ მეტი წარმომადგენლობა მოიპოვონ ევროკავშირის ხელმძღავნელობაში, რამაც, ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრით, შესაძლოა არაეფექტიანი გახადოს მმართველ ორგანოთა მუშაობა.