ჯორჯ ბუშმა პალესტინის ავტონომიის ხელისუფლება

ჯორჯ ბუშმა პალესტინის ავტონომიის ხელისუფლება გააკრიტიკა
ჯორჯ ბუშმა პალესტინის ავტონომიის ხელისუფლება გააკრიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კვლავ გააკრიტიკა პალესტინის ავტონომიის ხელისუფლება ტერორიზმის აღკვეთის უუნარობაში და განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მომხდარი ტერაქტის ჩამდენებს პასუხიმგებლობა მოუწევთ. ოთხშაბათს დილით ღაზის სექტორში სამი ამერიკელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა, როდესაც დიპლომატიური ავტოკოლონის გადაადგილების მარშრუტზე ძლიერი აფეთქება მოხდა.