ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა ატომური ენერგიის

ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ალი აქბარ სალეჰიმ განაცხადა,
ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ალი აქბარ სალეჰიმ განაცხადა,
რომ უახლოეს მომავალში თეირანი ხელშეკრულებას დადებს რუსეთთან ნამუშევარი ბირთვული საწვავის დაბრუნების თაობაზე. რუსეთი, რომელიც ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში ეხმარება ირანს, დაჟინებით მოითხოვს, რომ რეაქტორებში გამოყენებული საწვავი მას დაუბრუნდეს, ვინაიდან ეს საწვავი ბირთვული მუხტების დასამზადებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული.