უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ სასწრაფოდ

უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ სასწრაფოდ შეწყვიტა ლათინური ამერიკის ქვეყნებში ვიზიტი რუსეთთან მოახლოებული კონფლიქტის გამო აზოვის ზღვაში,
უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ სასწრაფოდ შეწყვიტა ლათინური ამერიკის ქვეყნებში ვიზიტი რუსეთთან მოახლოებული კონფლიქტის გამო აზოვის ზღვაში,
ქერჩის სრუტეში მდებარე კუნძულ ტუზლის გარშემო. გრძელდება რუსეთის ჯებირის მშენებლობა კრასნოდარის მხარის ნაპირიდან უკრაინის კუნძულისკენ. სამუშაოები უკვე უკრაინის საზღვრიდან 100-დან 200 მეტრამდე სიახლოვეს მიმდინარეობს. როგორც ინტერფაქსი იტყობინება, დღეს უკრაინის მესაზღვრეებმა დააკავეს რუსეთის ხომალდი, რომელიც სრუტეს ათვალიერებდა. რუსეთის მესაზღვრეების მოსვლის შემდეგ ხომალდი გაათავისუფლეს. რუსეთი აცხადებს, რომ ჯებირის მშენებლობა საფრთხეს არ უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.