სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებისა და საერთაშორისო

სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაპირების თანახმად, ერაყის აღდგენისთვის 37-ნახევარი მილიარდი დოლარის დახმარება და სესხი
სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაპირების თანახმად, ერაყის აღდგენისთვის 37-ნახევარი მილიარდი დოლარის დახმარება და სესხი
გარანტირებულია. მადრიდში მიმდინარე ერაყის დონორთა კონფერენციის მიზანი ამ ქვეყნის აღდგენისთვის საჭირო მსოფლიო ბანკის მიერ დასახელებული 56 მილიარდი დოლარის შეგროვება იყო. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ერაყის დონორთა კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა: [პაუელის ხმა] "ამ საქმეში წარმატების მიღწევას დრო, მუხლჩაუხრელი შრომა და ყველა ჩვენგანისგან გულუხვი დახმარება დასჭირდება. ერაყის ხალხს დიდხანს ემახსოვრება ამ დახმარების შესახებ, რომელიც მათ ასეთ კრიტიკულ მომენტში გავუწიეთ".