შაბათს, მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ

შაბათს, მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა რუსეთის გენერალური პროკურატურის შეამდგომლობა ნავთობკომპანია "იუკოსის" მფლობელის,
შაბათს, მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა რუსეთის გენერალური პროკურატურის შეამდგომლობა ნავთობკომპანია "იუკოსის" მფლობელის,
მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრების შესახებ. გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის შვიდი მუხლით წაუყენა ბიზნესმენს ბრალდება. ხოდორკოვსკის სახელდობრ სახსრების უკანონოდ მითვისებასა და ბეგარის გადაუხდელობაში ედება ბრალი. მიხაილ ხოდორკოვსკი შაბათს დილით დააკავეს ქალაქ ნოვოსიბირსკის აეროპორტში და მოსკოვში ჩაიყვანეს დასაკითხად. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ხოდორკოვსკი არ გამოცხადდა დაკითხვაზე, რის შემდეგაც გადაწყდა მისი დაკავება. კომპანია "იუკოსის" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ პროკურატურა წინასწარ იქნა გაფრთხილებული ხოდორკოვსკის მივლინების შესახებ, რის გამოც ბიზნესმენი დაკითხვაზე ვერ გამოცხადდა. ლიბერალურმა პარტია "იაბლოკომ" და მემარჯვენე ძალთა კავშირმა მძაფრად დაგმეს ხელისუფალთა მოქმედება მიხაილ ხოდორკოვსკის მიმართ.