ჩინეთი და ევროპის კავშირი გააფართოებენ

ჩინეთი და ევროპის კავშირი გააფართოებენ სავაჭრო ურთიერთობას
ჩინეთი და ევროპის კავშირი გააფართოებენ სავაჭრო ურთიერთობას
ამის შესახებ განაცხადეს დღეს პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და ევროკავშირის უმაღლესი დონის შეხვედრის მონაწილეებმა. მხარეთა დელეგაციებს ევროკავშირის თავმჯდომარე სილვიო ბერლუსკონი და ჩინეთის სახელმწიფო მეთაური ხუ
ცზინტაო ხელმძღვანელობდნენ. შეხვედრაზე სამი შეთანხმება იქნა ხელმოწერილი; ერთი მათგანი თანამგზავრის სანავიგაციო სისტემა "გალილეის" შექმნაში ჩინეთის მონაწილეობას ითვალისწინებს. პეკინს განზრახული აქვს 230 მილიონი დოლარი გაიღოს ამ პროექტის დასაფინანსებლად. ხელმოწერილია ასევე შეთანხმება ტურიზმის შესახებ, რაც ჩინელ ტურისტებს ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას გაუადვილებს.